STUDENTURI NEWS

понедельник, 1 июня 2009 г.

ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტი

ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტი დაფუძნდა 1996 წელს.
1994 წლის 25 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა ერთი პირის საწარმო გაზეთი ”მარჯი” (სარეგისტრაციო მოწმობა №1627);
1996 წლის 14 თებერვალს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შ.პ.ს. ”მარჯი” (რეგისტრაციის №5ა/4-96). შ.პ.ს. ”მარჯის” ბაზაზე 1996 წლის 20 თებერვალს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების მხარდაჭერით დაარსდა ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი, რომლის სამართალმემკვიდრეა ჩვენი უნივერსიტეტი.
ინსტიტუტის დაარსებისას განათლების სამინისტრომ გასცა სამი სპეციალობის ლიცენზია: 1. სამართალმცოდნეობა; 2. ფსიქოლოგია; 3. ეკონომიკა და მართვა (№01-17-08/169).ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტი დღიდან დაარსებისა დაამთავრა 2000-ზე მეტმა კვალიფიციურმა სპეციალისტმა. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში. წარჩინებულთა უმრავლესობა უნივერსიტეტის რეკომენდაციით დასაქმდა.დღეისათვის, ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტში ხუთი
ფაკულტეტის ოცი სპეციალობაა. ფუნქციონირებს ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.

უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბაკალავრიატი (4 წელი), მაგისტრატურა (2 წელი) და დოქტურანტურა (3 წელი). უნივერსიტეტი ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე მოთხოვნებს. ამ მიზნით, უკვე ორი წელია დანერგილია ბოლონიის უნივერსიტეტის მეთოდი.
უნივერსიტეტს აქვს საკუთარი შინაგანაწესი. ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ემორჩილებიან მკაცრად დადგენილ წესებს. წარჩინებული სტუდენტებს ენიშნებათ სტიპენდია, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეები ჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი პრიზებით.
ბაკალავრიატის სხვადასხვა კურსზე ჩვენი სტუდენტები სპეციალობის მიხედვით გადიან პრაქტიკებს სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში.
უნივერსიტეტში არსებობს შეღავათების სისტემა. ფასდაკლებით სარგებლობენ იძულებით გადაადგილებული პირები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილები, ინვალიდთა და ხელმოკლე ოჯახების წევრები.
უნივერსიტეტი გამოსცემს პერიოდულ სამეცნიერო კრებულს ”მარჯი”. ცალკე გამოიცემა შიდასაუნივერსიტეტო ჟურნალი სტუდენტური შემოქმედებისათვის. ტარდება პოეზიის საღამოები, სადაც განიხილება როგორც პედაგოგთა, ასევე სტუდენტთა პოეზია.
ადმინისტრაციის თხოვნით, უნივერსიტეტში პერიოდულად კითხულობენ ლექციებს და ატარებენ ტრეინინგებს სხვადასხვა სფეროს ცნობილი სპეციალისტები.
ეკონომიკურ-მეცნიერებათა ფაკულტეტი
საბანკო-საფინანსო საქმე
ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი
საგადასახადო-საბაჟო საქმე
სადაზღვევო საქმე და კორპორაციები
ადმინისტრირება და მენეჯმენტი
ტურიზმის მენეჯმენტი

საზოგადოებრივ-მეცნიერებათა ფაკულტეტი
ფოტო-კინო-ტელეჟურნალისტიკა
რადიო-ტელეჟურნალისტიკა
ფსიქოლოგია

იურიდიული ფაკულტეტი
სამართალმცოდნეობა

ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტი
ქართული ენა და ლიტერატურა
ინგლისური ენა და ლიტერატურა
რუსული ენა და ლიტერატურა
გერმანული ენა და ლიტერატურა
ფრანგული ენა და ლიტერატურა
ესპანური ენა და ლიტერატურა

პედაგოგიური ფაკულტეტი
ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკა და პედაგოგიკა
დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა
სკოლამდელი აღზრდის ფსიქოლოგია და მეთოდიკა

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის თბილისის იურიდიულ-ეკონომიკური ინსტიტუტი











ინსტიტუტი ატარებს ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელს, რომელიც გახლდათ ლაიფციგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ეკონომიკურ მეცნიერებათა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი ივ. ჯავახიშვილთან ერთად. თ.ს.უ.-ს პირველი ხაზინადარი, ფინანსისტი, მთარგნელი და პუბლიცისტი, დიპლომატი. გაზეთ ივერიის რედაქტორი. ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ღოღობერიძის ანდერძის აღმასრულებელი.
ინსტიტუტში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ინსტიტუტს გააჩნია სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ჟურნალისტური ლაბორატორია, კრიმინალისტიკური და ბალისტიკური ლაბორატორია, კომპიუტერული ბაზა, სატრენაჟორო სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ცენტრალური გათბობა.

ინსტიტუტი ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სწავლების მაღალ ხარისხს, ESTS საკრედიტო სისტემას, დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალით.
საბაკალავრო პროგრამების სპეციალობები:

1) განათლება: დაწყებითი განათლება სკოლამდელი აღზრდა
2) ჰუმანიტარული მეცნიერებანი: ინგლისური ენა და ლიტერატურა ფრანგული ენა და ლიტერატურა გერმანული ენა და ლიტერატურა
3) სოციალური მეცნიერებანი: ჟურნალისტიკა (ტელე, რადიო, პრესა) სამედიცინო ფსიქოლოგია ფსიქოლოგია
4) ბიზნესი და მართვა საფინანსო-საბანკო-სადაზღვევო საქმე ტურიზმის ეკონომიკა და სასტუმრო მოწყობის მენეჯმენტი საბუღალტრო-საგადასახადო საქმე
5) სამართალი სამართალმცოდნეობა
6) კომპიუტერული ტექნოლოგიები კომპიუტერული სისტემები და ქსელები ინფორმაციული ტექნოლოგიები და კომუნიკაციები
7) მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის ტექნოლოგია; ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მოდელირება.
ინსტიტუტმა თავისი არც თუ დიდი ხნის მოღვაწეობის მანძილზე დაიმკვიდრა საკუთარი ტრადიციები, რასაც მომავალი სპეციალისტების მაღალ დონეზე მომზადება ჰქვია. ინსტიტუტის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. ინსტიტუტი სტუდენტებს უზრუნველყოფს კვალიფიციური პრაქტიკით, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში. ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს კრიმინალისტიკური და ბალისტიკური ექსპერტიზის ლაბორატორია, სადაც იურისტები ეუფლებიან დანაშაულთა სახეების ექსპერტიზას.

ინსტიტუტს გააჩნია სრულყოფილი ბიბლიოთეკა სადაც 7000-მდე სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურაა. ასევე, თანამედროვე კომპიუტერული ცენტრი, სპორტული დარბაზი 78 დასახელების ინვენტარით, ჟურნალისტური სამონტაჟო ლაბორატორია. ინსტიტუტი სტუდენტს აძლევს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და თავისუფალი არჩევანის საშუალებას. უქმნის ზნეობრივ და ჰუმანურ გარემოს.
ინსტიტუტში სტუდენტთა თვითმმართველობა აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებში, ატარებს თემატურ და ერთობლივ საჯარო დისკუსებს, სემინარებს, ტრენინგებს, შეხვედრებს. მონაწილეობს საქველმოქმედო, შემეცნებით და სხვა ღონისძიებებში.ფილიპე გოგიჩაიშვილის სახ. ინსტიტუტი, როგორც არააკრედიტებული ლიცენზირებული სასწავლებელი, განათლების კანონის შესაბამისად 2009/2010 ს/წელს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე აცხადებს სტუდენტთა მიღებას ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე შიდა გასაუბრების საფუძველზე.

სწავლის საფასური ყველა სპეციალობაზე 1500 (ათასხუთასი) ლარი, გადახდა ეტაპობრივად. ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნებულია ფ. გოგიჩაიშვილის სახ. გახანგრძლივებული კერძო სკოლა სრული საპაკეტო მომსახურებით: ტრანსპორტი, კვება, ცურვა, ჩოგბურთი, ცეკვა, ხელოვნება, ინდივიდუალური სწავლება.


მისამართი:
დავით გურამიშვილის გამზირი #76(მეტრო გურამიშვილის მიმდებარე ტერიტორია)
ტელ: 36-99-49; 61-05-77; 899 55-16-37 ; 79-57-58 (საღამოს);
www.
pgogichaishvili@edu.ge
E-mail: pgogichaishvili@mail.ru
Email: pgogichaishvili-school.ge

დავით გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტი “იბერია”



ქართული-უკრაინული უნივერსიტეტი ”იბერია” ევროპული სტანდარტების მქონე უმაღლესი სასწავლებელია რომელიც ორიენტირებულია მოთხოვნადი და მაღალპროფესიონალური კადრის გამოშვებაზე, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა უმრავლესობა დასაქმებულია მაღალ ანაზღაურებად სამსახურში. უნივერსიტეტ “იბერია”-ს ხელშეკრულება გაფორმებული აქვს უკრაინაში მოქმედ აკრედიტებულ, სახელმწიფო უნივერსიტეტთან. კერძოდ, შავი ზღვის სახელმწიფო უნივერსიტეტითან, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი უმაღლეს სასწავლებელია, იგი ფლობს როგორც უკრაინულ, ასევე საერთაშორისო და ევროპულ აკრედიტაციას.
დ. გურამიშვილის სახელობის ქართულ_უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტი “იბერია” ამ უნივერსიტეტის ოფიციალური პარტნიორია საქართველოში. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ჩვენ ორი სახის მომსახურებას ვთავაზობთ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს: 1. ორი დიპლომის პროგრამა; 2. უკრაინაში სწავლების პროგრამა. აბიტურიენტს ან მაგისტრანტს შეუძლია გახდეს უკრაინის უმაღლეს სასწავლებლის სტუდენტი ჩვენი უნივერსიტეტის ბაზაზე, ისწავლოს საქართველოში ორი სასწავლებლის ერთობლივი პროგრამით და აიღოს ევროპული დიპლომი (აკრედიტირებული, სახელმწიფო) და მეორე დ. გურამიშვილის სახელობის ქართულ-უკრაინული საერთაშორისო უნივერსიტეტ ”იბერია”-ს დიპლომი.
2. ფაკულტეტების და სპეციალობების სრული ჩამონათვალი შემდეგი თანმიმდევრობით: დღის, საღამოს, დასწრებული, დაუსწრებელი, მეორადი./დასწრებული/


ბაკალავრიატიI. ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერენათა ფაკულტეტი1. ქართული ენა და ლიტერატურა-უკრაინული ენა და ლიტერატურა2. ანგლისტიკა3. გერმანისტიკა4. ფრანგული ენა და ლიტერატურა5. ჟურნალისტიკა6. საერთაშორისო ურთიერთობები7. დაწყებითი სწავლების პედაგოგიკა და მეთოდიკა8. ფიზიკური აღზრდა და სპორტი9. ფსიქოლოგია
II. იურიდიული ფაკულტეტი1. სამართალმცოდნეობა
III. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი1. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები2. საბანკო საქმე და ფინანსები3. ტურიზმის ბიზნესი
IV. მედიცინის ფაკულტეტი1. სტომატოლოგია2. ფარმაცია
V. საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ექსპერტიზის ფაკულტეტი1. კომპიუტერული სისტემები და ქსელები2. ენერგეტიკული დანადგარების დიაგნოსტიკა, სერტიფიკაცია და ექსპერტიზა3. ინფოტელეკომუნიკაცია4. სასამართლო ტექნიკური ექსპერტიზამაგისტრატურა1. ინგლისური ენა და თარგმანი (მოდულები: ა) პროფესიული ინგლისური და ლინგვისტიკა; ბ) ინფორმაციული მენეჯმენტი და თარგმანი)2. გერმანისტიკა და თარგმანი3. სამართალმცოდნეობა - მოდულები: ა) სისხლის სამართალი; ბ) კერძო სამართალი); გ) საჯარო სამართალი4. საერთაშორისო ურთიერთობები5. ბიზნესის ადმინისტრირება6. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები7. ბიო-სამედიცინო ფიზიკა და ინჟინერია (სამედიცინო დიაგნოსტიკა)8. განათლების მეცნიერებები – (დაწყებითი სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია)
სწავლების ღირებულება სპეციალობების მიხედვით
საბაკალავრო პროგრამები:I ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: 1. ქართული ენა და ლიტერატურა-უკრაინული ენა და ლიტერატურა 1500 ლარი2. ანგლისტიკა 2300 ლარი3. გერმანსტიკა 2000 ლარი4. ფრანგული ენა და ლიტერატურა 1700 ლარი5. ჟურნალისტიკა 2000 ლარი6. საერთაშორისო ურთიერთობები 2500 ლარი7. დაწყებითი სწავლის პედაგოგიკა და მეთოდიკა 1500 ლარი8. ფსიქოლოგია 2000 ლარი9. ფიზიკური აღზრდა და სპორტი 1500 ლარი
II. იურიდიული ფაკულტეტი: 1. სამართალმცოდნეობა 2500 ლარი
III. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 1. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები 2500 ლარი2. საბანკო საქმე და ფინანსები 2500 ლარი3. ტურიზმის ბიზნესი 2300 ლარი
IV. მედიცინის ფაკულტეტი 1. სტომატოლოგია 2500 ლარი2. ფარმაცია 2500 ლარი
V. საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ექსპერტიზის ფაკულტეტი 1. კომპიუტერული სისტემები და ქსელები 2250 ლარი2. ენერგეტიკული დანადგარების დიაგნოსტიკა, სერტიფიკაცია და ექსპერტიზა 2250 ლარი3. ინფოტელეკომუნიკაცია 2250 ლარი4. სასამართლოს ტექნიკური ექსპერტიზა 2250 ლარი
სამაგისტრო პროგრამები: 1. ინგლისური ენა და თარგმანი (მოდულები: ა) პროფესიული ინგლისური და ლინგვისტიაკა; ბ) ინფორმაციული მენეჯმენტი და თარგმანი) - 2500 ლარი2. გერმანისტიკა და თარგმანი 2500 ლარი3. სამართალმცოდნეობა - მოდულები:ა). სისხლის სამართალი;ბ). კერძო სამართალი;გ). საჯარო სამართალი. 2500 ლარი4. საერთაშორისო ურთიერთობები 2500 ლარი5. ბიზნესის ადმინისტრირება 2500 ლარი6. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები 2500 ლარი7. ბიო-სამედიცინო ფიზიკა და ინჟინერია (სამედიცინო დიაგნოსტიკა) 2500 ლარი8. განათლების მეცნიერებები – (დაწყებითი სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია) 2000 ლარი
ინფორმაცია ვაკანსიების, საბუთების მიღების პროცედირების, გამოცდების, “ღია კარის დღის” შესახებ უნივერსიტეტში ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:1. პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;2. განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი);3. ფოტოსურათი 3X4 (8 ცალი);4. მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი.5. დიპლომის ასლი (მაგისტრანტებისათვის). 6. ინფორმაცია შეღავათებისა და დახმარების შესახებ დევნილთათვის და აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომში დაღუპული ოჯახების შვილებისათვის დაწესებულია მნიშვნელოვანი შეღავათები, ასევე მათ დაენიშნებათ სტიპენდიები.
ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზ. #45, ტელ.: 18 15 53; 18 15 55
ვებ.გვერდი: http://www.iberia.edu.ge/
ელ-ფოსტა: iberia.edu@mail.ru