ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტი დაფუძნდა 1996 წელს.
1994 წლის 25 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა ერთი პირის საწარმო გაზეთი ”მარჯი” (სარეგისტრაციო მოწმობა №1627);
1996 წლის 14 თებერვალს ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის სასამართლოს დადგენილებით რეგისტრაციაში გატარდა შ.პ.ს. ”მარჯი” (რეგისტრაციის №5ა/4-96). შ.პ.ს. ”მარჯის” ბაზაზე 1996 წლის 20 თებერვალს იუსტიციისა და ეკონომიკის სამინისტროების მხარდაჭერით დაარსდა ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტი, რომლის სამართალმემკვიდრეა ჩვენი უნივერსიტეტი.
ინსტიტუტის დაარსებისას განათლების სამინისტრომ გასცა სამი სპეციალობის ლიცენზია: 1. სამართალმცოდნეობა; 2. ფსიქოლოგია; 3. ეკონომიკა და მართვა (№01-17-08/169).ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტი დღიდან დაარსებისა დაამთავრა 2000-ზე მეტმა კვალიფიციურმა სპეციალისტმა. ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროს სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში. წარჩინებულთა უმრავლესობა უნივერსიტეტის რეკომენდაციით დასაქმდა.დღეისათვის, ჟიული შარტავას სახელობის უნივერსიტეტში ხუთი ფაკულტეტის ოცი სპეციალობაა. ფუნქციონირებს ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა.
უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ბაკალავრიატი (4 წელი), მაგისტრატურა (2 წელი) და დოქტურანტურა (3 წელი). უნივერსიტეტი ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე მოთხოვნებს. ამ მიზნით, უკვე ორი წელია დანერგილია ბოლონიის უნივერსიტეტის მეთოდი.
უნივერსიტეტს აქვს საკუთარი შინაგანაწესი. ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ემორჩილებიან მკაცრად დადგენილ წესებს. წარჩინებული სტუდენტებს ენიშნებათ სტიპენდია, სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეები ჯილდოვდებიან დიპლომებითა და ფასიანი პრიზებით.
ბაკალავრიატის სხვადასხვა კურსზე ჩვენი სტუდენტები სპეციალობის მიხედვით გადიან პრაქტიკებს სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებებში.
უნივერსიტეტში არსებობს შეღავათების სისტემა. ფასდაკლებით სარგებლობენ იძულებით გადაადგილებული პირები, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილები, ინვალიდთა და ხელმოკლე ოჯახების წევრები.
უნივერსიტეტი გამოსცემს პერიოდულ სამეცნიერო კრებულს ”მარჯი”. ცალკე გამოიცემა შიდასაუნივერსიტეტო ჟურნალი სტუდენტური შემოქმედებისათვის. ტარდება პოეზიის საღამოები, სადაც განიხილება როგორც პედაგოგთა, ასევე სტუდენტთა პოეზია.
ადმინისტრაციის თხოვნით, უნივერსიტეტში პერიოდულად კითხულობენ ლექციებს და ატარებენ ტრეინინგებს სხვადასხვა სფეროს ცნობილი სპეციალისტები.
ეკონომიკურ-მეცნიერებათა ფაკულტეტი
საბანკო-საფინანსო საქმე
ბუღალტრული აღრიცხვა და აუდიტი
საგადასახადო-საბაჟო საქმე
სადაზღვევო საქმე და კორპორაციები
ადმინისტრირება და მენეჯმენტი
ტურიზმის მენეჯმენტი
საზოგადოებრივ-მეცნიერებათა ფაკულტეტი
ფოტო-კინო-ტელეჟურნალისტიკა
რადიო-ტელეჟურნალისტიკა
ფსიქოლოგია
იურიდიული ფაკულტეტი
სამართალმცოდნეობა
ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა ფაკულტეტი
ქართული ენა და ლიტერატურა
ინგლისური ენა და ლიტერატურა
რუსული ენა და ლიტერატურა
გერმანული ენა და ლიტერატურა
ფრანგული ენა და ლიტერატურა
ესპანური ენა და ლიტერატურა
პედაგოგიური ფაკულტეტი
ქართული ენისა და ლიტერატურის მეთოდიკა და პედაგოგიკა
დაწყებითი განათლების პედაგოგიკა და მეთოდიკა
სკოლამდელი აღზრდის ფსიქოლოგია და მეთოდიკა

Комментариев нет:
Отправить комментарий