понедельник, 1 июня 2009 г.

ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობის თბილისის იურიდიულ-ეკონომიკური ინსტიტუტი











ინსტიტუტი ატარებს ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელს, რომელიც გახლდათ ლაიფციგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. ეკონომიკურ მეცნიერებათა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი ივ. ჯავახიშვილთან ერთად. თ.ს.უ.-ს პირველი ხაზინადარი, ფინანსისტი, მთარგნელი და პუბლიცისტი, დიპლომატი. გაზეთ ივერიის რედაქტორი. ილია ჭავჭავაძის, იაკობ გოგებაშვილის, ნიკო ღოღობერიძის ანდერძის აღმასრულებელი.
ინსტიტუტში სწავლება მიმდინარეობს თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად. ინსტიტუტს გააჩნია სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ჟურნალისტური ლაბორატორია, კრიმინალისტიკური და ბალისტიკური ლაბორატორია, კომპიუტერული ბაზა, სატრენაჟორო სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, ცენტრალური გათბობა.

ინსტიტუტი ახორციელებს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სწავლების მაღალ ხარისხს, ESTS საკრედიტო სისტემას, დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალით.
საბაკალავრო პროგრამების სპეციალობები:

1) განათლება: დაწყებითი განათლება სკოლამდელი აღზრდა
2) ჰუმანიტარული მეცნიერებანი: ინგლისური ენა და ლიტერატურა ფრანგული ენა და ლიტერატურა გერმანული ენა და ლიტერატურა
3) სოციალური მეცნიერებანი: ჟურნალისტიკა (ტელე, რადიო, პრესა) სამედიცინო ფსიქოლოგია ფსიქოლოგია
4) ბიზნესი და მართვა საფინანსო-საბანკო-სადაზღვევო საქმე ტურიზმის ეკონომიკა და სასტუმრო მოწყობის მენეჯმენტი საბუღალტრო-საგადასახადო საქმე
5) სამართალი სამართალმცოდნეობა
6) კომპიუტერული ტექნოლოგიები კომპიუტერული სისტემები და ქსელები ინფორმაციული ტექნოლოგიები და კომუნიკაციები
7) მსუბუქი მრეწველობის ნაწარმის ტექნოლოგია; ტანსაცმლის და ფეხსაცმლის მოდელირება.
ინსტიტუტმა თავისი არც თუ დიდი ხნის მოღვაწეობის მანძილზე დაიმკვიდრა საკუთარი ტრადიციები, რასაც მომავალი სპეციალისტების მაღალ დონეზე მომზადება ჰქვია. ინსტიტუტის კურსდამთავრებულები წარმატებით მოღვაწეობენ სხვადასხვა დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში. ინსტიტუტი სტუდენტებს უზრუნველყოფს კვალიფიციური პრაქტიკით, როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში. ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს კრიმინალისტიკური და ბალისტიკური ექსპერტიზის ლაბორატორია, სადაც იურისტები ეუფლებიან დანაშაულთა სახეების ექსპერტიზას.

ინსტიტუტს გააჩნია სრულყოფილი ბიბლიოთეკა სადაც 7000-მდე სასწავლო და სამეცნიერო ლიტერატურაა. ასევე, თანამედროვე კომპიუტერული ცენტრი, სპორტული დარბაზი 78 დასახელების ინვენტარით, ჟურნალისტური სამონტაჟო ლაბორატორია. ინსტიტუტი სტუდენტს აძლევს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და თავისუფალი არჩევანის საშუალებას. უქმნის ზნეობრივ და ჰუმანურ გარემოს.
ინსტიტუტში სტუდენტთა თვითმმართველობა აქტიურად მონაწილეობს საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე მნიშვნელოვან მოვლენებში, ატარებს თემატურ და ერთობლივ საჯარო დისკუსებს, სემინარებს, ტრენინგებს, შეხვედრებს. მონაწილეობს საქველმოქმედო, შემეცნებით და სხვა ღონისძიებებში.ფილიპე გოგიჩაიშვილის სახ. ინსტიტუტი, როგორც არააკრედიტებული ლიცენზირებული სასწავლებელი, განათლების კანონის შესაბამისად 2009/2010 ს/წელს საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე აცხადებს სტუდენტთა მიღებას ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე შიდა გასაუბრების საფუძველზე.

სწავლის საფასური ყველა სპეციალობაზე 1500 (ათასხუთასი) ლარი, გადახდა ეტაპობრივად. ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნებულია ფ. გოგიჩაიშვილის სახ. გახანგრძლივებული კერძო სკოლა სრული საპაკეტო მომსახურებით: ტრანსპორტი, კვება, ცურვა, ჩოგბურთი, ცეკვა, ხელოვნება, ინდივიდუალური სწავლება.


მისამართი:
დავით გურამიშვილის გამზირი #76(მეტრო გურამიშვილის მიმდებარე ტერიტორია)
ტელ: 36-99-49; 61-05-77; 899 55-16-37 ; 79-57-58 (საღამოს);
www.
pgogichaishvili@edu.ge
E-mail: pgogichaishvili@mail.ru
Email: pgogichaishvili-school.ge

Комментариев нет:

Отправить комментарий